ღარიბთა და უსახლკაროთა მონაწილეობით მოწყალების საიუბილეო წლის დასრულება

o-papa-francesco-facebookკვირას, 13 ნოემბერს, წმინდა საყდარმა დაიწყო მოწყალების საიუბილეო წლის დასრულების აღნიშვნა. კათოლიკე ეკლესიებში, ყველგან მსოფლიოში, გრადა რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკისა, სპეციალური ღვთისმსახურებით დაიხურა ე.წ. „წმინდა კარი“. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში კარი დაიხურება 20 ნოემბერს. განვლილი საიუბილეო წლის მანძლზე ვატიკანს 20.4 მილიონი მომლოცველი ესტუმრა.

საკვირაო ლიტურგიის შემდგომ „ანჯელუსის“ ლოცვაში პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მოწყალების საიუბილეო წელმა გვიბიძგა, მზერა ზეციური სამეუფოსკენ მიგვეპყრო და ამასთანავე, გვიბიძგა, რომ დავფიქრებულიყავით მომავლის აშენებაზე დედამიწაზე, აწმყოს ევანგელიზაციაზე ისე, რომ ხსნა ყველასთვის იყოს შესაძლებელი.

საიუბილეო წელი, როგორც წესი, 25-50 წლის დაშორებით ცხადდება, ან რაიმე განსაკუთრებული თარიღის აღნიშვნისას. მეოცე საუკუნეში საიუბილეოდ გამოცხადდა 1933, როგორც ქრისტეს აღდგომიდან 1900 წელი, ხოლო 1983, როგორც 1950 წელი. 2000 წელი პაპმა იოანე პავკლე მეორემ დიდ საიუბილეო წლად გამოაცხადა ქრისტეს შობის აღსანიშნავად.

მოწყალების წლის დახურვასთან დაკავშირებით, ეკლესიის თაოსნობით, რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღვლენილ საკვირაო საღვთო ლიტურგიას დაესწრო ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღეებისთვის ჩამოსული 6000-მდე ღარიბი და უსახლკარო ადამიანი. მანამდე, პარასკევს პაპი შეხვდა 4000-მდე ღარიბსა თუ უსახლკაროს და ასე მიმართა: „თქვენ სახარების გულში ხართ!“.

პაპის საკვირაო ქადაგებაში ნათქვამია, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ყველაზე დიდი სიმდიდრეა ღმერთი და მოყვასი, რადგან სხვა ყველაფერი, თვით ეს ბაზილიკაც, წარმავალია. ჩვენი დროის „სულიერი სკლეროზის ნიშანია მხოლოდ ნივთების მიმართ ინტერესი და არა მოყვასისა. ჩვენი ეპოქის ტრაგიკული წინააღმდეგობრიობაა, რომ პროგრესისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, იკლებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ამას სარგებლობა მოაქვს. მშვიდობა ვერ იქნება დალხენილთა სახლებში იმ დრომდე, ვიდრე ყველას სახლში არ სუფევს სამართალი“. პაპმა მოუწოდა საზოგადოებას, ნუ გაემიჯნებიან ღარიბებს, როგორც საზოგადოების უსარგებლო ფენას, ხოლო თავად ღარიბებს გამოუცხადა, რომ ეს მათი დღეა, რადგან მათი მეშვეობით ყველას ეძლევა საშუალება დაინახოს ის, რასაც ღმერთი ხედავს. ლაზარესგან პირის შექცევა ღვთისგან განდგომაა (ლუკა 16:19-21). „დაე, თავლი აგვეხილოს ჩვენს მოყვასზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც დავიწყებული და გარიყულია, ჩვენს კარს მომდგარ ლაზარეზე. ..მსურს ეს დღე გამოვაცხადო ღარიბთა დღედ. წმინდა ლორენცოც ამას გვასწავლის, რომაელი მოწამე. ვიდრე მას სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, მთელი ქონება ღარიბებს გაუნაწილა, რომელთაც მან ეკლესიის სიმდიდრე უწოდა… დაე, უფალმა მოგვანიჭოს უნარი, რომ შიშის გარეშე მივაპყროთ მზერა იქითკენ, სადაც ჭეშმარიტი საუნჯეა“.

როგორც ბრიტანული გამოცემა „Guardian” აღნიშნავს, დღეს პაპის გზავნილი, ღარიბთა გამოსარჩლება, უფრო დატვირთულია, ვიდრე ის სხვა დროს იქნებოდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s